|
2021-03-18 14:21:11, 769 ნახვა
ეკონომიკა
ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობის და რისკების შეფასების კვლევა გამოქვეყნდა
საერთაშორისო ფონდი კურაციოს და გალტ & თაგარტის ერთობლივი თანამშრომლობით ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მორიგი დოკუმენტი (XIV ტალღა) გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიზანი ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასებაა.
კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებია და არ ხდება მათი ეფექტური გამოყენება; სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება; სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია, რომლის დაბალანსებასაც სახელმწიფო უნიფიცირებული ტარიფების შემოღებით ცდილობს. ამასთან, მოსალოდნელ რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ართულებს სამედიცინო კომპანიების მიერ გრძელვადიანი საინვესტიციო თუ საოპერაციო სტრატეგიის შემუშავებას.
კვლევის მიგნებებით, სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას - ამბულატორიულ დაწესებულებათა რაოდენობა 1.4 ჯერ, ხოლო საავადმყოფოთა საწოლფონდი 1.5-ჯერ გაიზარდა 2014-19 წლებში. შედეგად, სახეზეა ჯანდაცვის სისტემის ჭარბი ინფრასტრუქტურა და დაბალი ეფექტურობა. 2019 წელს საწოლების მხოლოდ 49% იყო დატვირთული, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს სექტორის ფინანსურ შედეგებზე.
კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია 2015 წლიდან ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლების გაუარესებაზე, რაც სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი საოპერაციო საქმიანობის და მათი გადახდისუნარიანობის მიმართულებით რისკის შემცველია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დავალიანება აუარესებს სექტორის ლიკვიდობას, და შედეგად სამედიცინო დაწესებულებები დროულად ვერ ისტუმრებენ ხელფასებს და სასესხო დავალიანება მზარდია. 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები 715.2 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც სექტორის ლიკვიდობის გაუარესებით, კაპიტალურ დანახარჯებითა და ლარის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კვლევაში გაანალიზებულია ჯანდაცვის სექტორის 75 კომპანია, რომლებიც სექტორის შემოსავლების 64%-ს აგენერირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების 29%-მა იზარალა 2019 წელს, ხოლო მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრება კომპანიების 75%-ს უძნელდება.
სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ 350 მლნ ლარი შეადგინა 2014-20 წლებში. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ჯანდაცვის დანახარჯები უნიფიცირებული ტარიფებით მართოს (520-ე და სხვა დადგენილებებით).
კვლევის მიხედვით, 520-ე დადგენილებით შემოღებული უნიფიცირებული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერების შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს. მზარდი ხარჯების პირობებში აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის სექტორის ლიკვიდურობას, ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას, თუ არ მოხდება ტარიფის პერიოდული კორექტირება. სავარაუდოდ, ტარიფებით გამოწვეულ დანაკარგს სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჭარბი და/ან არასაჭირო მომსახურების გაწევით დააბალანსებს, რაც გაზრდის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ოდენობას. ასევე, მოსალოდნელია სამედიცინო მომსახურების თვითღირებულების ზრდა, რაც ერთის მხრივ განპირობებულია კოვიდ-19-ის გამო გაზრდილი მოთხოვნით სამედიცინო სახარჯ მასალებზე და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურებით, რადგან აღნიშნული მასალები ძირითადად იმპორტირებულია.
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)