22:23 - 31 Oct, 2026
|
2021-03-17 21:38:41, 592 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით წავიდა, ხოლო ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა
„მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით წავიდა, ხოლო ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე შტურმი ოპოზიციის პოლიტიკურ პოზიციებს არ წაადგება. „ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა. გახსოვთ, ბორელის განცხადებების შემდეგ და მოაყოლეს ამას მთელი შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, ეს არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, რომ ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)