05:26 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 17:19:10, 1137 ნახვა

ეკონომიკა
„თი ბი სი“ დაზღვევა მხარდაჭერას უცხადებს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას

აქ.ახლა თიბისი დაზღვევის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რაც ვაქცინაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული თითოეული საკითხის მართვა მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

კომპანია გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას პირველივე შესაძლებლობისთანავე, კომერციული ინტერესის გარეშე, ჩაერთოს დაზღვეულების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესში, რაც პირველადი ინფორმაციით, მომხმარებლისთვის ვაქცინების თვითღირებულებით მიწოდებასა და შესაძლო თანადაფინანსებას გულისხმობს.

„თიბისი დაზღვევის მიზანი და დიდი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად და  ეფექტიანად დაეხმაროს მომხმარებლებს ვირუსთან ბრძოლაში და მაქსიმალურად გაუმარტივოს მათ ეს პროცესი. ვირუსთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანი, გამართლებული და დადასტურებულად მოქმედი საშუალება ვაქცინაციაა. ჩვენი კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენმა დაზღვეულებმა, აქ.ახლა, შეძლონ მათთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება". - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

დაზღვეულთათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად კომპანია, ასევე უზრუნველყოფს ვაქცინაციასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პროცესების დაორგანიზებას, იქნება ეს ვაქცინაციის ადგილისა და დროის განსაზღვრა/დაჯავშნა თუ სხვა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, თიბისი დაზღვევა სრული დატვირთვით მუშაობს თავისი დასაქმებულებისა და დაზღვეულებისათვის, მათზე მორგებული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

ამ მიზნით, ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ სრულად ციფრული და ავტომატიზებული პროცესების დანერგვა დააჩქარა, რამაც ჩვენს მომხმარებელს მისთვის საჭირო ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურების დისტანციურად მიღების შესაძლებლობ მისცა.

კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თიბისი დაზღვევამ COVID-19-თან მებრძოლი ექიმებისათვის შექმნა 300 000-ლარიანი ფონდი, რომლის მეშვეობითაც მატერიალური დახმარება გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ინფიცირებულ 80-ზე მეტ სამედიცინო პერსონალს. კომპანიის ვაქცინაციასთან დაკავშირებული თითოეული ნაბიჯიც სწორედ კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაიდგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics