|
2021-03-17 15:16:03, 774 ნახვა
რეგიონი
აჭარის დაბებში და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,აჭარის წყლის ალიანსის" ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროგრამის მიმდინარეობას. წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 6000- მდე ოჯახი ისარგებლებს. პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება და ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, კურორტ გოდერძიზე, პირველად მოეწყობა წყალმომარაგების თანამედროვე სისტემა. პროგრამის მიზანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვა, საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და წყლის რესურსების შენარჩუნება.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)