|
2021-03-17 12:39:55, 772 ნახვა
რეგიონი
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა გურიის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია აამოქმედა
2021 წლის 16 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია ამოქმედდა: 1. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (გმირთა მოედანი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; 2. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან (ბოხვაურის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრამდე (ბახვის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; 3. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრიდან (ბახვის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; 4. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან (ბოხვაურის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (გმირთა მოედანი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; 5. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 49-ე კილომეტრიდან (ანასეულის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრამდე (ჭანიეთის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ; 6. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან (ჭანიეთის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (ქაქუთის ხიდი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ; 7. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (ქაქუთის ხიდი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრამდე (ჭანიეთის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ; 8. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან (ჭანიეთის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 49-ე კილომეტრამდე (ანასეულის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ. სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1238 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)