|
2021-03-16 17:53:52, 460 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, დაიცავით თქვენი უფლებები და დინგში მოარტყით მთავრობას
დაიცავით თქვენი უფლებები, დინგში მოარტყით მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლომდე გადაგივლიან, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს. მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მცირე ბიზნესს გაუძვირდა დენის გადასახადი თითქმის 3-ჯერ იმის ფონზე, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა გაქრობის პირას მიიყვანა საწარმომთა უმეტესობა. „ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთელ მცირე ბიზნესს გაუძვირა დენის გადასახადი თითქმის 3-ჯერ. ყველა რესტორანი, კაფე, სასტუმრო, სავაჭრო ობიექტი, პატარა საამქრო გადაიხდის ზუსტად 3-ჯერ მეტს დენისთვის, ვიდრე ამას იხდიდა, ეს იმის ფონზე, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა ისედაც წელში გატეხა, გაანადგურა და გაქრობის პირას მიიყვანა ამ საწარმოების უმეტესობა. ეს იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოჭრა მილიარდი დოლარის ბიტკოინი უფასოდ, თითოეული თქვენგანის ხარჯზე და ახლა თქვენი ჯიბეებიდა იღებს ფულს. ზუსტად ასევე, ყველა ობიექტში არის ინტერესი, „ნამახვანს“ აშენებს იმიტომ, რომ „ჰაიდელბერგცემენტი“ აქცია მონოპოლისტად, იყიდა და 250 მილიონ დოლარს აკეთებს მარტო „ნამახვანზე“ და ბევრ სხვა ხეში აქვს ჩადებული თავისი ინტერესი, მათ შორის თავისი ცემენტის გაყიდვის და პირდაპირი წილის სახით. ამ კაცს მიაჩნია, რომ წინააღმდეგობა მაინც არ იქნება თქვენგან და მაინც გაუვა თავს ეს ყველაფერი. მინდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდო, დაიცვან თავისი უფლებები, დინგში მოარტყან ამ მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლომდე გადაგივლიან, ჩაგტკეპნიან და გაგყრიან ამ ქვეყნიდან. ყველამ უნდა დავიცვათ საკუთარი უფლებები, ყველა უნდა ვიყოთ ერთად ამ უსამართლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)