2021-03-15 17:12:37, 504 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია - მაგიდის აყირავება „ნაცმოძრაობის“ კლასტერს აინტერესებს
„მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მანვე ისაუბრა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების პროცესზე და აღნიშნა რომ დიალოგისას მაგიდის აყირავება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის კლასტერს სურს.
„მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია. შეიძლება ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ასეთი, რომ მაგიდის აყირავება-გადმოყირავება, დესტრუქცია და დესტაბილიზაცია ეს არის ის, რაც აინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის კლასტერს. ეს თემა იყო უკვე და გავიარეთ. დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ და საკმაოდ დიდია ინტერესი დადებული მაგიდაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან