19:30 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 14:35:26, 726 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო

სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო. სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ახალციხის კლინიკა „იმედში „შეუძლიათ.

ვაქცინაციის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი , მოადგილესთან დავით ლომიძესთან და ახალციხის მერთან ზაზა მელიქიძესთან ერთად გაეცნო.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1400 დოზა სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული და ვაქცინაცია ეტაპობრივად დაიწყება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა ნებაყოფლობითია!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics