|
2015-01-30 17:18:04, 665 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვერშბოუს ვიზიტს არაერთი ვიზიტი მოჰყვება, რომელიც მიღებული პაკეტის იმპლემენტაციას უკავშირდება
"ამ ვიზიტს მოყვება კიდევ ბევრი, არაერთი ტექნიკური ჯგუფის ვიზიტები, რომელთა მიზანი იმ საქმიანობის დაჩქარება იქნება, რომელიც უელსში მიღებული პაკეტის იმპლემენტაციას უკავშირდება,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ეხება როგორც ნატო-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ასევე სხვა პროექტებს. მარგველაშვილის თქმით, საქართველო რაც უფრო მეტ მსგავს პროექტს განახორციელებს, ალიანსს უფრო დაუხლოვდება. "მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ბატონ ვერშბოუს იმ სამუშაოებისთვის, რაც ამ ეტაპზე განხორციელდა. ამ ვიზიტს მოყვება კიდევ ბევრი, არაერთი ტექნიკური ჯგუფის ვიზიტები, რომელთა მიზანი იქნება, გაღრმავება და დაჩქარება იმ საქმიანობისა, რომელიც უკავშირდება უესლში მიღებული პაკეტის იმპლემენტაციას. ეს ეხება როგორც წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ასევე სხვა ტიპის პროექტებს- ამ პაკეტის სხვა ნაწილებს. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელსაც ძალიან კარგი იმპულსი აქვს როგორც ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, ასევე საქართველოს შიგნით- თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ჩართულობით. ეს ყველაფერი არის, ერთი მხრივ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაღმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მეორე მხრივ კი, ამ ნაბიჯებს ჩვენ მივყავართ ნატოს წევრობისკენ. შესაბამისად, კითხვა, ვართ თუ არა ნატოსთან ახლოს - რაც უფრო მეტ ასეთ პროექტს განვახორციელებთ, ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ალიანსთან",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)