00:58 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 15:37:13, 485 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, მივაღწიოთ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდის მთავარი მიზანია მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის მთავარი მიზანი შარლ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმის შესრულებაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის და ჩვენი მთლიანი პოლიტიკური გუნდის, „ევროპული საქართველოს“ მიზანია მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ჯერ მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია და ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ ის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელმა მოხაზა.

რაც შეეხება მოლაპარაკების დეტალებს ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ევროპული საბჭოს წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics