|
2021-03-13 23:27:24, 766 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - თუ დღესვე არ ვიფიქრებთ, განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსები, შეიძლება საბედისწერო შეცდომა დავუშვათ
„თუ ჩვენ დღესვე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსები, შეიძლება საბედისწერო შეცდომა დავუშვათ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ჩვენი დღევანდელი12,6 მილიარდი კვტ. საათი წლიური მოხმარება უახლოეს ათ წელიწადში თითქმის გაორმაგდება. „ეს ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის მინიმუმ 21 მილიარდ კვტ. საათზე გავალთ ან 24 მლრდ. კვტ საათზე, გააჩნია ტემპს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვავითარებთ ენერგოეფექტურობას, თუმცა როგორი ენერგოეფექტურებიც არ უნდა გავხდეთ, მოხმარების ნაწილში ეს ბევრს არაფერს შეცვლის. შეიძლება 1-2 პროცენტი დააკლდეს. ამიტომ თუ ახლავე არ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგორესურსები და უახლოეს 10 წელიწადში დამატებით 30-35 მლრდ. კვტ. საათი მოსახმარი ელექტროენერგია საიდან მოდის, შეიძლება დიდი, საბედისწერო შეცდომა დავუშვათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ მცირე ჰესებზე, რომელიც სეზონურია, არამედ საუბარია კრიტიკულად დიდ ინფრასტრუქტურაზე - ისეთ ჰესებზე, რომელიც შეინახავს წყალს და ზამთარში გამოიმუშავებს. „დღესვე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ეს დამატებითი 30-35 მლრდ. კვტ. საათი სწორედ ჩვენი ენერგეტიკის შედეგი უნდა იყოს და ადგილზე გამომუშავდეს, ვინაიდან უკვე დღესაც 35%-ით ვართ დამოკიდებული გარე ენერგორესურსებეზე და 10 წელიწადში შეიძლება 50%-ით და თ გავხდეთ დამოკიდებული გარე რესურსებზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ელექტროენერგიის ფასების თემას განსაზღვრავს არა ჩვენი მთავრობა, ენერგოპოლიტიკა, დამოუკიდებელი მარეგულირებელი, არამედ ჩვენი მეზობლის შესაბამისი პოლიტიკის გამტარი ორგანო და ჩვენი ელექტროენერგიის საფასური დამოკიდებული იქნება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ ვითარებაზე. „დამატებით 30-35 მილიარდი კვტ. საათი თუ არ გამომუშავდა ადგილზე და გარედან წამოვიდა, დღევანდელი ფასებით რომ განვსაზღვროთ, ეს ნიშნავს მილიარად ნახევარი დოლარის გადინებას საქართველოდან. ჩვენ რომ დავთომოთ ის ფული, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ელექტროენერგიაში იხდის სხვა მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ჩრდილოელი მეზობლის სასარგებლოდ და ამ ქვეყნებს ვურიგებთ, ჩვენ დასაქმებულებს და ჩვენ ჰესს კი არ მოხმარდება, არამედ იგივე თურქეთში აშენებულ თურქულ ჰესს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)