2021-03-13 11:54:37, 488 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - სრულად პროპორციული სისტემა ერთპარტიული მმართველობისა და გიჟური პოლარიზაციის წამალია
„სრულად პროპორციული ბარიერის გარეშე საარჩევნო სისტემა ერთპარტიული მმართველობისა და გიჟური პოლარიზაციის წამალია“, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ის აღნიშნავს, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს და პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობა უნდა განიმუხტოს.
„ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება განიმუხტოს მხოლოდ ხელახალი არჩევნებით. პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული ბარიერის გარეშე სისტემით, რაც არის წამალი ერთპარტიული მმართველობის, ისევე როგორც გიჟური პოლარიზაციის, რომელმაც დააქცია ქვეყანა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან