|
2021-03-12 18:44:25, 1390 ნახვა
სამხედრო
სამხედროებმა ზურაბ იარაჯული გაიხსენეს
12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 50 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა და სამხედრო მოსამსახურეები თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრნენ. მათ ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ზურაბ იარაჯულისა და ქართველი მებრძოლის, მერაბ მინდიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ დოღს დაესწრნენ. მათ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულ მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის სახელით საპრიზო საჩუქრები გადასცეს. ქართველ მებრძოლებს ადგილობრივების მიერ გამართული „ხრიდოლის“ საჩვენებელი წარმოდგენაც მიეძღვნა. მოგვიანებით, სამხედროებმა გადაინაცვლეს ზურაბ იარაჯულის საფლავზე, სადაც სასულიერო პირებმა გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ადგილობრივებმა ეროვნული გმირი მთის ტრადიციების მიხედვით დაიტირეს და „დალაობა“ გამართეს. ზურაბ იარაჯულის საიუბილეო ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ. სამხედრო მფრინავი, ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)