|
2021-03-12 18:33:48, 452 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო შეიქმნება
„დაგეგმილია შეიქმნას დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან და მათ შორის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის" მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები“, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს ექსპერტებთან და დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც „ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს. მინისტრის განცხადებით, ყველა ახალი ინიციატივა, რომელიც „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით მომზადდა, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს და ადგილობრივი მოსახლეობის, მათი ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებისა და ექსპერტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში. „ნამახვანი ჰესი" არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)