23:56 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 12:42:20, 595 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ნარიშკინის განცხადებაზე - რუსეთი ქართულ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია და რუსეთს საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვა სურს.

„ეს არის პროვოკაციული განცხადება, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითი ისე, თითქოს საქართველოს და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის შეუთანხმებლობა. ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები და როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ პარტნიორს შორის თანამშრომლობა, ყველა მიმართულებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ მიხეილ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია მართოს საქართველოს პოლიტიკური პროცესები





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics