|
2021-03-10 14:45:26, 523 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი ხორციელდება
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. ,,მზიური გარდენსის" 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი ,,CROWNE PLAZA" განახორციელებს. პროექტი ბრიტანული ინვესტიციით ხორციელდება. ,,მზიური გარდენსის" მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 300 მდე ადამიანი და ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. ,,პანდემიის მიუხედავად სამშენებლო სექტორი აქტიურად აგრძელებს პროექტების განხორციელებას ბათუმში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის აღდგენა შევძლოთ სწრაფად როგორც ტურიზმის ისე სამშენებლო სექტორის მიმართულებით და გვქონდეს კიდევ უფრო მეტი დინამიკა, ვინაიდან ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და შექმნას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. კომპანია ,,მზიური რეზორთი" ასევე ახორციელებს მახინჯაურის ისტორიულად ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროექტს. კომპლექსი 60 ნომრიან სასტუმროს და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)