|
2021-03-09 14:13:32, 566 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი
ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოსმენაზე განაცხადა. „იყო ჰიდროლოგიურ დაკვირვებებთან დაკავშირებით კითხვა, თუ რამდენად სრულყოფილად იყო ჰიდროლოგია ჩატარებული ამ პროექტის ფარგლებში. საუბარი იყო ოპონენტების მიერ, რომ წყლის რესურსების შეფასება არ მომხდარა და გადაწყვეტილება დაეფუძნა გასული საუკუნის მონაცემებს, რაც არასწორია. ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი. აღსანიშნავია, რომ არსებობს 76 წლიანი დაკვირვების ჰიდროლოგიური მონაცემები 2013 წლის ჩათვლით და ეს გაკეთებულია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების მქონე იტალიური კომპანიის მიერ. ეს იყო კომპანია Studio Pietrangeli, რომელმაც ჰიდროლოგიური კვლევები აწარმოა და მათ კვლევებთან ერთად დამატებით გამოყენებული იყო შვეიცარული კომპანიის Stucky კვლევები. ჩვენ ვიცით, რომ გუმათის ჰესის კვლევები სრულად თავსებადია ნამახვან ჰესის მონაცემებთან. ასევე, ნამახვანზე არსებობდა ჰიდროლოგიური დაკვირვებების ინფორმაცია და ეს ყველაფერი გაერთიანდა და არის ამ ანგარიშში წარმოდგენილი. მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოსმენაზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)