|
2021-03-09 14:08:13, 407 ნახვა
ეკონომიკა
„ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება
„ვოლვო ქარსი“ მოტივირებულია, გახდეს ლიდერი პრემიუმ ელექტროავტომობილების სწრაფად მზარდ ბაზარზე და გეგმავს, 2030 წლისთვის გახდეს სრულად ელექტროავტომობილების კომპანია. 2030 წლისთვის კომპანია აპირებს, მხოლოდ სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაზე გადაერთოს და მისი გლობალური პორტფელის შემადგენლობიდან შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ნებისმიერი ავტომობილი ეტაპობრივად ამოიღოს, მათ შორის ჰიბრიდები. კომპანიის სვლა სრულად ელექტროავტომობილების მწარმოებლად გარდაქმნისაკენ ამბიციური კლიმატური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია, კონკრეტული მოქმედების საშუალებით მუდმივად შეამციროს თითოეული ავტომობილის ნახშირბადის კვალი ატმოსფეროში, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში. „ვოლვო ქარსის“ სვლას სრული ელექტრიფიკაციისკენ თან ახლავს გაზრდილი ყურადღება ონლაინ გაყიდვებზე. ყველა სრულად ელექტრო მოდელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ონლაინ. 2030 წლის ამბიცია წარმოადგენს „ვოლვო ქარსის“ ელექტრიფიკაციის სტრატეგიის დაჩქარებას, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში მის ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნით და მოლოდინით, რომ შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების ბაზარი მცირდება. „იმისათვის, რომ დარჩე წარმატებული, საჭიროა მომგებიანი ზრდა. ასე რომ, შემცირებულ ბიზნესში ინვესტიციის ჩადების ნაცვლად ჩვენ ვირჩევთ, ინვესტიცია დავაბანდოთ მომავალში - ელექტრო და ონლაინ ”- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკან სამუელსონმა. ”ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებულნი, გავხდეთ ლიდერი სწრაფად მზარდ პრემიუმ ელექტროსეგმენტში.” გასულ წელს „ვოლვო ქარსმა“ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ბაზარზე გამოუშვა თავისი პირველი სრულად ელექტროავტომობილი, XC40 Recharge. მარტში კომპანიამ ახალი სრულად ელექტრო მოდელი, C40, წარადგინა. უახლოეს წლებში „ვოლვო ქარსი“ გაყიდვაში რამდენიმე დამატებით ელექტრო მოდელს გამოუშვებს. 2025 წლისთვის მიზნად ისახავს, მისი მსოფლიო გაყიდვების 50% შედგებოდეს სრულად ელექტროავტომობილებისგან, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდებისგან. 2030 წლისთვის ბრენდის მიერ გაყიდული ყოველი ავტომობილი სრულად ელექტრო უნდა იყოს. ”შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის გრძელვადიანი მომავალი არ არსებობს” - განაცხადა ჰენრიკ გრინმა, მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა. ”ჩვენ მტკიცედ ვართ მოტივირებულნი, გავხდეთ მხოლოდ ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანია და ეს გადასვლა უნდა მოხდეს 2030 წლისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი, როდესაც საქმე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხს ეხება.”
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)