2021-03-08 13:57:54, 467 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე - ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში წავა, ძალიან დროული იქნება
მგონია, რომ ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში წავა, ძალიან დროული იქნება, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს გაუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პარტიაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით კლიმატი ძალიან მძიმეა.
„მგონია, რომ ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში წავა, ძალიან დროული იქნება იმიტომ, რომ აშკარად, პარტიაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით კლიმატი ძალიან მძიმეა. რაც უფრო დიდხანს იქნები „ქართული ოცნების“ წევრი, ეს შენი ჯანმრთელობისთვისთვის მით უფრო ცუდი იქნება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,