15:33 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 13:40:33, 649 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - მაღლაფერიძის წასვლა ჩაძირული გემიდან გაქცევას ჰგავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და პარტიიდან ვასილ მაღლაფერიძის წასვლას ეხმაურება.

მისი თქმით, მაღლაფერიძის წასვლა ჩაძირული გემიდან გაქცევას ჰგავს.

„სამწუხაროდ, მე არ მაქვს ინფორმაცია ბატონი მაღლაფერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იმხელა ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა, რომ ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ზოგადად ეს მიმაჩნია რაღაც გაქცევად, ზუსტად ჩაძირული გემიდან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და პარტია დატოვა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics