|
2021-03-06 13:34:08, 803 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ
შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს - ეს ეხება როგორც საერთაშორისო ფრენებს, სადაც შეზღუდვები უკვე მოხსნილია, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ რა რეჟიმით შემოდიან ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ PCR ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ 3 დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები - თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი," - აღნიშნა მინისტრმა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შუა აზიის რეგიონის ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა საჰაერო სატრანსპორტო გზით მხოლოდ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტით წარმოდგენით იქნება შესაძლებელი. მათ საქართველოს საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს ასევე უნდა უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა. „ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)