|
2021-03-05 11:51:45, 604 ნახვა
ეკონომიკა
თებერვალში FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა
5 მარტი 2021, თბილისი - FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - თებერვალში, გაიზარდა და 116.0 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, 2020 წლის იანვრის ფასებს 2.4%-ით აღემატება, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 26.5%-ით; FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი იანვართან შედარებით - 6.4%-ითაა მომატებული. ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში, ინდოეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამ გამოიწვია. 2012 წლის აპრილის შემდგომ, თავის მაქსიმუმს მიაღწია მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა. იანვართან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 6.2%-ითაა გაზრდილი. ფასი გაზრდილია მცენარეული ზეთის (პალმის, სოიო, მზესუმზირა და სხვა) ყველა სახეობაზე. 1.7%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზს, ჩინეთის მხრიდან კარაქზე გაზრდილი მოთხოვნა და ევროპაში, რძის დაბალი წარმოება წარმოადგენდა. კარაქისგან განსხვავებით, ფასები შემცირებულია ყველზე, აღნიშნულის მიზეზი შტატებში არსებული პროდუქტის უხვი მარაგებია. FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, გაზრდილია 1.2%-ით. ჩინეთში პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე - 17.4%-ით მოიმატა ფასმა სორგოზე. რაც შეეხება, სიმინდს, ხორბალსა და ბრინჯს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. იანვართან შედარებით, 0.6%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის შემცირებული მარაგებით, მაშინ როცა, ღორის ხორცზე ფასების შემცირება, სწორედ პროდუქტის უხვმა მარაგმა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)