|
2021-03-05 00:16:02, 2232 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება
თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, დღეს, სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს, რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში. ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ემყარება. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის. მინისტრმა ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და სამომავლო თანამშრომლობა უნდა დაემყაროს ბოლო წლების მიღწევებს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)