|
2021-03-04 20:57:34, 778 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპივა
„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 52%-ია. „ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მთავარი ღირებულება, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს საერთაშორისო ოპერაციების კუთხით, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის პროცესში ვთავაზობთ - საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსების შესაძლებლობაა. ასევე, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის შესაძლებლობას ქნის, რომ წარმატებით განახორციელონ საერთაშორისო ოპერაციები. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)