|
2021-03-04 16:51:42, 916 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა. საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 631 333 ლარს შეადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წელს რეაბილიტაცია სოფელი ქვეშის სკოლის შენობაშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სოფელ ზვარეთში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა ააშენა. „ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტისთვის 4 631 333 ლარია გამოყოფილი. მოხარული ვარ, რომ მალე ჩვენი მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ სწავლას. სკოლებში კომფორტული ინფრასტრუქტურის შექმნა მოსწავლეების სწავლის ხარისხზეც აისახება, ამიტომ მოხარული ვარ რომ პირველი სკოლის გარდა, წელს რებილიტაცია სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაშიც მიმდინარეობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)