|
2021-03-04 14:21:07, 890 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე კულტურის ცენტრის, შშმ დღის ცენტრის, სასპორტო სკოლისა და ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყურადღება გამახვილდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ღონისძიებებზე, რომელიც ითვალისწინებს სპორტული სექციების, პროფესიული ანსამბლების რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლების, სასკოლო წრეების ამოქმედების საკითხებს. ომარ ტაკიძემ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდა მკაცრად დაიცვან ის რეგულაციები და რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. შეხვედრას მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფრიდონ დავითაძე ესწრებოდნენ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)