|
2021-03-03 22:22:59, 671 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. ამის შესახებ თენგის ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს ვაქცინა აქვთ, თუმცა საქართველოზე 10-ჯერ მეტი ინფიცირების შემთხვევბი აქვთ. „ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 000-ზე ქვემოთ არ ჩამოდის. ისრაელი ჩვენზე სულ ორჯერ დიდია, ჩვენ 4 მილიონი ვართ, იქ 9, ჩვენ გვაქვს 300 შემთხვევა, ხან 100, ხან 200. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ცერცვაძე ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინის ეფექტურობას – არა! მე ეჭვქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არაა და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული. მე ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს – ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. ცუდი რამე ვთქვი და ათასი ვინმე შემომედავება, მაგრამ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ახალი. არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)