|
2021-03-03 20:04:54, 741 ნახვა
კომენტარი
ჟიგიმანტას პავილიონისი - დროა, ვაშინგტონმა საქართველოს კრიზისში შემოაბიჯოს და მხარეები მაგიდასთან დასვას
„დროა, ვაშინგტონმა საქართველოს ამ კრიზისში შემოაბიჯოს და მხარეები მაგიდასთან დასვას“, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოისმენს იმას, რასაც ვაშინგტონი იტყვის. „მე კითხვა მაქვს ჩემ მეგობრებთან ვაშინგტონში. გუშინ ვნახე, რომ ახალი ადმინისტრაცია ევროკავშირის გზას გაჰყვა ნავალნის გამო სანქციების დაწესებაზე. ალბათ, ახლა ნამდვილად დროა, რომ ვაშინგტონი საქართველოში დაბრუნდეს და სულ მცირე, მხარი დაუჭიროს ჩვენი ევროპელი ლიდერების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას, რადგან სამწუხაროდ, მთავრობა რეალურად არ ეთანხმება ამ პუნქტებს. ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადებები. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ყველა მხარე მაგიდას მოუსხდეს, დროა, ვაშინგტონმა გაიღვიძოს, იყოს ძლიერი, იქნებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩამოვიდეს ან დაუკრეკოს ბალტიელ კოლეგებს, რომლებიც მზად არიან გააგრძელონ შუამავლობის ძალისხმევა, რადგან ჩვენ ორი კვირა დაგვრჩა. თუ საქართველოს პრემიერმინისტრი 14 და 15 მარტს ასოციაციის საბჭოზე ჩამოვა ბრიუსელში და არაფერს იტყვის, არ დაეთანხმება იმ პუნქტებს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დასვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს დაკარგვას ვიწყებთ და არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ასე რომ, დროა ამერიკელებმა შემოაბიჯონ, დაეხმარონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ჩვენ ძალისხმევას, რათა შეჩერდეს თავისუფლებაზე ეს შეტევა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზეც ნათლად გაუსვა ხაზი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობა მოისმენს იმას, რასაც ვაშინგტონი იტყვის, ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ამაზე. დროა, ვაშინგტონმა ამ კრიზისში შემოაბიჯოს და მხარეები მაგიდასთან დასვას“,- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონის.
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
კალაძე: თბილისში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სვიატოშინის რაიონში საწყობი დაიწვა, დაშავდა ერთი ადამიანი
Ad Black Sea 2026-ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)