2021-03-02 14:01:55, 725 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი 2019 წლის 19 იანვარს დაინიშნა.
მანამდე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე კი, 2015-2017 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტმენტი დირექტორის მოადგილე იყო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან