|
2021-03-02 09:47:16, 475 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
კომიტეტის სხდომაზე განსახილველადსაკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. „კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი, ევროპულისტანდარტის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი. თუ საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, საწარმო ვალდებულიაგასწიოს ამ ზიანის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯები და შეასრულოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, რაც მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენაზე. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, შემოაქვს საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზიანის ფონდის შექმნას. ცალკეულ შემთხვევაში, ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები სწორედ აღნიშნულ ფონდში ჩაირიცხება. მსგავსი ფონდები უკვე მრავალი წელია არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. საქართველო არის პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სადაც ასეთი ტიპის ფონდი შეიქმნება. აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება გარემოს მდგომარეობის აღდგენას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებების დასაფინანსებლად და გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებკანონპროექტი წინგადადგმული ნაბიჯია, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიშესული ცვლილება მიმდინარე წელს, ხოლო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დიდი ნაწილი, 2022 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში, რაც კანონქვემდებარე აქტების მიღებისა და აღსრულების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფით არის განპირობებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონპროექტი ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტი პირველი ორი მოსმენით მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)