02:28 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 22:50:52, 760 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: იმედია, ოპოზიცია გააგრძელებს ასე მუშაობას - ჩვენ მზად ვართ შემდეგი დიალოგისთვის

„იმედია, ოპოზიცია გააგრძელებს ასე მუშაობას - ჩვენ მზად ვართ შემდეგი დიალოგისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ჰქონდა განსხვავებული პოზიციები, თუმცა შეთანხმება შედგა და დიალოგები გაგრძელდება.

„ბატონი შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი ჩვენი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში, რეჟიმში.

დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებში, რომლებზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება.

მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან დასმული შეკითხვები და მათ რა თქმა უნდა ვუპასუხე.

ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, მე მექნება კონსულტაცია პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რჩევა და მოწოდება იყო, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ და პოზიციამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოთ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

უნდა გამოინახოს ეროვნული იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს გააერთიანებს, ეს არის ის რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს.

იმედი მაქვს ოპოზიცია ასე გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics