02:28 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 14:33:50, 543 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველომ „ფაიზერის“ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, სიმართლეს არ შეესაბამება

„ქართული მხარის მხრიდან „ფაიზერის“ მიმართებაში არ ყოფილა შეფერხება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა.

როგორც ის ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია რომ ქართულმა მხარემ ვერ დააკმაყოფილა „ფაიზერის“ მიერ დაყენებული მოთხოვნების, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, განმარტებებთან დაკავშირებით, „კოვაქსის“ პლატფორმას უკვე მიმართეს.

„2020 წლის 18 სექტემბერს, როდესაც შეიქმნა კოვაქსის პლატფორმა და საქართველო შეუერთდა ამ პლატფორმას 8 ოქტომბერს ქვეყანამ გადაიხადა 5 მილიონზე მეტი, რომ ვაქცინის გარანტირებული დოზა ჰქონოდა. ვაქცინის დანერგვაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყო. 2021 წლის 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი კოვაქსის პალატრფორმაზე მზაობის დასადასტურებლად, რომ მზადაა მიიღოს ნებისმიერი ცივი ჯაჭვის მოთხოვნის ვაქცინა. 28 იანვარს ქვეყანამ  მიიღო დამადასტურებელი პასუხი, რომ გადაეცემა ფაიზერის 29 ათასი დოზა და გადაეცემა ასტრაზენეკას 180 ათასი დოზა.  28 იანვრის შემდეგ ქვეყანამ დაიწყო მუშაობა შესყიდვის პროცედურებზე, როდესაც ჩვენ ველოდით ფაიზერის ვაქცინის შემოსვლას ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებიდან შუალედური კომუნიკაციების შემდეგ კოვაქსმა გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ფაიზერის მიერ, რომელიც ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის არ უკავშირდება. დღეს არის პირველი მარტი. ჩვენ დღესაც ველოდებით ფაიზერისა და კოვაქსიდან სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე ზუსტად შევთანხმდებით იმაზე, რომ პირები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა მზაობა. ქართული მხარის მხრიდან „ფაიზერის“ მიმართებაში არ ყოფილა შეფერხება და როგორც კი მათი საბოლოო დასტური გვექნება, ქართული მხარი ამ ნაწილს დახურავს და ფინანსურ მხარეზე გადავა.

გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ მივმართეთ კოვაქსს და განმარტება მოვითხოვეთ რადგან მათ წერილებში მიზეზად ეს არ ყოფილა მითითებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics