|
2021-02-28 14:42:56, 890 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესზე“ - ხელები შორს ქართული ბუნებისგან, ჩემი სრული სოლიდარობა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისსში გამართულ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა აქციის მონაწილეს და ორგანიზატორს სოლიდარობას უცხადებს. სააკაშვილის განცხადებით, ქართული ბუნებისგან ხელები ყველამ შორს უნდა გაწიოს. „ჩემი სრული სოლიდარობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირად არის აშენებული. რეალურად დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ტურიზმის განვითარება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა. რატომ? იმიტომ, რომ აი კონკრეტული მაგალითი: მარტვილის კანიონი, თავის დროზე იქ იყო სადგური და როდესაც ვნახე რომ ამ ადგილზე უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი იყო დავაცლევინე და იქ კორონავირუსამდე ჩადიოდა 350 000 ტურისტი წელიწადში და ბევრად მეტი ადამიანი დასაქმდა ვიდრე ჰესის შემთხვევაში. არ შეიძლება საქართველოს ბუნებას ხელი ახლო, დენის ენერგიის წარმოების უამრავი საშუალება არსებობს, ქარის ტურბინები, მზის ენერგია და ა.შ ხელები შორს ქართული ბუნებისგან. საქართველოს სჭირდება სწორი განვითარება რათა ხალხისგან არ დაიცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, აქ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესია და ამიტომ არ უსმენენ არავის. დარწმუნებული ვარ რომ ამ და სხვა საკითხებში ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)