|
2021-02-28 12:49:16, 570 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე იაკობი მელიაზე - გირაოს არ გადაიხდის და უცხოეთისთვის გონიერი პოლიტიკოსი და ლიდერი აღარ იქნება
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა. როგორც მეუფე აცხადებს, თუ მელია გირაოს არ გადაიხდის ის უცხოეთისთვის ლიდერი და გონიერი პოლიტიკოსი აღარ იქნება. მისივე თქმით, მასშტაბური აქციები ვერ იქნება რადგან მან ხალხის განწყობა ძალიან კარგად იცის. „მე ვფიქრობ რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში მოთხოვნა, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინა, არც 88 კაცს ხმა არ უნდა მიეცა, სინოდშია განსხვავებული აზრები და პარტიაში როგორ უნდა იყოს ერთი აზრი, მერე უკვე სასამართლო იყო, როდესაც გარედან უყურებ პროცესებს ეს უკვე ცუდად ჩანს. მოხდა მერე ისე ვერ დამიჭერთ ვერ დამიჭერთო, მერე სხვები იძახდნენ არ გაგატანთო და საბოლოოდ მივიდნენ და კარგად ვნახე, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი იქედან გარბოდა და შეატოვეს მელია. მერე პროკურატურამ თუ გადაიხდისო მაშინ გავათავისუფლებთო, ეხლა ამას მსოფლიო ხომ უყურებს თუ არ გადაიხდის, როგორ შეხედავენ? რა თქმა უნდა არა როგორც ლიდერს. უცხოეთი ამათ ცოტახანში მოკითხავს და თუ არ გადაიხდის მელია უცხოეთისთვის ის გონიერი პოლიტიკოსი აღარ იქნება. უნდა დავილაპარაკოთ და დიდი შერიგება მოხდეს ისე არაფერი არ იქნება, მასშტაბურ აქციებზე საქმე ვერ გადავა რადგან ხალხის განწყობა ვიცი. ამ პოლიტიკას სამი ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ეს არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო, არ გადაიდო და რა მივიღეთ არც პარლამენტში შედიან, ვერ შედგა, მოსულიყვნენ ჩვენთან და შერიგებულიყვნენ ადამმიანურად ქართველი ქართველს დალაპარაკებოდა. დაჭერა ყოველთვის შეეძლოთ, 20 ივნისიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ოპოზიციის მიმართ ხალხი კარგად არ არის განწყობილი. კონკრეტული პოლიტიკური ძალა რომ არ მისულიყო ახალგაზრდების აქციაზე მე ვფიქრობ რომ მოვლენები სხვანაირად განვითარდებოდა, წინა ხელისუფლებამ 20%-ზე მეტი დაკარგეს, რა ააშენე არ მაინტერესებს. კიდევ რომ მოხვიდე კიდევ დათმობ ტერიტორიებს და მერე მეტყვი კიდევ მოვალო. ყველა ძალამ უნდა დაისვენოსს, 4 წელზე მეტი არავინ არ უნდა გაჩერდეს. თუ წესიერად დაჯდნენ და ქვეყანაზე იფიქრეს მერე შეიძლება ნორმალური არჩევნების ჩატარება. ყველა რუსული ძალა და ყველა საქართველოს მტერია, ვინც ცდილობს, რომ ეკლესიას თავს დაესხას და ცუდი გადაცემები გააკეთოს. ვიღაც არშემდგარი ადამიანები მიიყვანონ, ყოფილი ეკლესიის წევრები, ვინც გამოდიან გგონიათ ვინმეს დავემალები, ვერც დამენახებიან“, - აცხადებს მეუფე იაკობი.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)