|
2021-02-27 14:37:49, 813 ნახვა
რეგიონი
აუდიტის დასკვნა - გურჯაანის მუნიციპალიტეტს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისთვის დასაშვებზე მეტი ავტომობილი ჰყავს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტი 7 სამორიგეო ავტომანქანის ნაცვლად 2018 წელს სარგებლობდა 11, ხოლო 2019 წელს − 18 მუნიციპალური ან თანამშრომლების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც იწვევს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ ხარჯვას „ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო პროექტების განხორციელება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 9 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 527.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაუსაბუთებლად და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც დაკარგა 47.5 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. მოსახლეობის წყალმომარაგება ძირითადად ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო წყლით. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25,087.0 ოჯახიდან 21,444.0 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)