|
2021-02-26 14:24:22, 667 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვის ღამე გათენდება - ნიკა მელია ციხიდან წერილს გზავნის
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელიც პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე წაიკითხა. ნიკა მელია წერს, რომ გავრილოვის ღამე გათენდება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ამასთანავე, წერილში მელია აღნიშნავს, რომ თავისუფლება არ იყიდება და თავისუფლებით არ ვაჭრობენ. „მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს და მიხარია, რომ აქ ხართ, მიხარია, რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობბენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა, ამ ოთხ კედელშიც კი ვგრზნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ახალი წინაღობა, გამოწვევა ძალას, მეტ ენერგიას და მეტ შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ნება, გვაქვს მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი, გვქონდესს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტი უწყვეტი პროტესტი ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას, დღეს აქ და ახლა, თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავისუფლებას. მადლობა ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო შტურმის დროს, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმშვიდე, ვინც იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არაფრის და არავის, ვინც იდგა ჩვენ გვერდით, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს. ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა, მინდა მივმართო მათ ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს - თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ და თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, ახალი შესაალებლების პოვნით და მხოლოდ ერთიანობით. ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი, ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან, იმიტომ რომ უკეთესი საქართველო იწყება აქ და დღეს. ჩვენი მომავალი ბევრად უკეთესია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით - სანამ მიზანს არ მივაღწევთ. გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნულია ნიკა მელიას წერილში.
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)