19:03 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 10:22:14, 679 ნახვა

პოლიტიკა
Bloomberg - საქართველო ბაიდენის პირველი საგარეო პოლიტიკური კრიზისია

საქართელო ბაიდენის პირველი საგარეო პოლიტიკური კრიზისია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“.

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინის დარბევა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება.

ავტორი აღნიშნავს, რომ მელიას დაკავება ძალის დემონსტრირება იყო და პირდაპირი პროვოკაცია იყო.

„ნიკა მელიას დაპატიმრება პირდაპირი პროვოკაცია იყო. მელიას ბრალი წაუყენეს 2019 წელს არეულობის ორგანიზებაში, როდესაც იგი თბილისში სამოქალაქო დემონსტრაციებში მონაწილეობდა. მაგრამ გაცილებით მეტი მომიტინგე დაშავდა უსაფრთხოების ძალების გადაჭარბებული რეაქციის გამო. ჯერჯერობით არც ერთ უსაფრთხოების ძალებს, ან მათ, ვინც მათ ხალხის დარბევა დაავალა, ბრალი არ წაუყენეს. იმდენად საკამათო იყო მელიას დაპატიმრება, რომ გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი გადადგა მელიას დაპატიმრების მოტივით და თქვა, რომ ეს „საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს“, - აღნიშნულია სტატიაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics