|
2021-02-25 15:16:39, 593 ნახვა
ეკონომიკა
პატრიკ ლანგი - ბაკურიანში მაღალი რანგის სათხილამურო სპორტული შეჯიბრის ჩატარება საქართველოს პოზიციების განსამტკიცებლად კარგი შანსია
„ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო ტასის ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. მისი თქმით, ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება და მთელ მსოფლიო გაიგებს ქართული მთების პოტენციალის შესახებ და ასევე იმას, თუ რამდენად მეგობრულია საქართველოს ხალხი და რამდენად უჭერს მხარს მთავრობა მსგავს ინიციატივებს. „ჩვენ ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ადამიანი აღმოაჩენს ისეთ შესანიშნავ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, თავისი სტუმართმოყვარეობითა და ბუნებით“, - განაცხადა პატრიკ ლანგმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)