|
2021-02-24 22:02:18, 712 ნახვა
კომენტარი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე - ღარიბაშვილი ოპოზიციური პარტიების დამცირებას განაგრძობს, „ქართულ ოცნებას“ ფასის გადახდა მოუწევს
„ღარიბაშვილი ოპოზიციური პარტიების დამცირებას განაგრძობს, ამისთვის „ქართულ ოცნებას“ ფასის გადახდა მოუწევს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ მმართველი პარტია უკან არ დაიხევს, სანქციების გარდაუვალი იქნება. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას, როგორც თავისუფლების კუნძულს ავტორიტარიზმის ზღვაში. ახლა არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ იხრება. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლონ მელია, რომ ინდივიდუალურ სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებსაც ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მკაფიო უნდა იყოს ის, რომ საუბარია სანქციებზე არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩემი აზრით, სიის სათავეში უნდა იყოს ივანიშვილი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეიდში მონაწილე სხვა პირებიც. ამაზე საუბარი ნამდვილად არ მსიამოვნებს, არ მომწონს, რომ საქართველოს და სანქციებს ერთ წინადადებაში მოვიხსენიებ, მაგრამ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს, მაღელვებს ეს სიტუაციაც. ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა გახარია, რომელმაც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. ღარიბაშვილმა კი სიამოვნებით ჩაატარა ოპერაცია და ოპოზიციური პარტიების დამცირებას განაგრძობს. „ქართულ ოცნებას“ არ ეტყობა, რომ კომპრომისზე წავა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე განაგრძნობს, ფასის გადახდაც მოუწევს“,- განაცხადა დევიდ კრამერმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)