|
2021-02-24 15:49:43, 630 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის. ნათია თურნავას ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს ოთხივე ზამთრის კურორტზე გაიხსნება სასტურმოები, 8 მარტს კი საბაგიროების მუშაობა აღდგება. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სეზონის დიდი ნაწილი ოთხი დიდი ზამთრის კურორტის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწია. მაგრამ, ხვალიდან, პრაქტიკულად, ოთხივე ლოკაციაზე გაიხსნება სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, როგორიცაა ბაკურიანში თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარებას - ეს არის სკიკროსი და სნოუბორდ კროსი - თხილამურის და სნოუბორდის კროსის სახეობები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, ღონისძიბაში მონაწილოების მისაღებად საქართველოს 500-მდე სპორტსმენი ესტუმრება ყველა პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. ამასთან, 8 მარტამდე პერიოდში ზამთრის კუროტებზე სასრიალო არეალების მომზადება მოხდება. „კარგად გვესმის, რომ მთლიანობაში ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების და აუცილებელი შეზღუდვების გამო შეექმნა ზამთრის კურორტებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის, ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც ზამთრის კურორტებზე ცხოვრობს და ამ სფეროშია ჩართული", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)