|
2021-02-22 12:41:17, 780 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის თემაზე საჯარო ლექციების ციკლი განაგრძობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის Facebook გვერდზე 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის 100 წლისათავთან დაკავშირებით საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება. დღეს 18:00 საათზე ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ისაუბრებს ომის პირველ ეტაპსა და თბილისის დაცემაზე. პირველი რესპუბლიკის ისტორიის მკვლევარმა, ეროვნული არქივის თანამშრომელმა დიმიტრი სილაქაძემ ოკუპაციის თემაზე 3 საჯარო ლექცია მოამზადა. „მზადება ომისათვის" facebook გვერდზე საზოგადოებამ 18 თებერვალს live რეჟიმში იხილა (მისი ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია ამავე გვერდზე). 26 თებერვლის ლექციის თემა კი „ომი თბილისის დაცემის შემდეგ და მარცხი" იქნება. ლექციებში მიმოხილულია ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინათ საქართველოში განხორციელებულ ტრაგიკულ მოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის. ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ჩატარდა, გამოიცა წიგნები, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი და მულტიმედია გვერდი, გაიმართა გამოფენები მატერიალურ და ციფრულ ფორმატში. ამ მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://archive.gov.ge/ge.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)