|
2021-02-22 09:20:03, 392 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
„ოჯახის და ყოველი მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასაქმებაზე",-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,ამ მიმართულებით სახელმწიფო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივ სექტორში და საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმება. „ცირკულარულ მიგრაციაზე მსურს გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რადგან გერმანიაში დროებითი დასაქმების შესაძლებლობამ, გარკვეული ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. არალეგალური ემიგრაცია, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის პრობლემური საკითხია, რომელსაც მნიშვნელოვნად აწესრიგებს ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ არსებული შეთანხმება. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმება უფრო მეტად აახლოებს ქვეყნებს, რომლებიც კანონის სრული დაცვით უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას შრომის ბაზრის შესახებ. ჩვენ მოქალაქეებს მივეცით შესაძლებლობა დროებით დასაქმებულიყვნენ ევროკავშირის წევრ მეგობარ ქვეყნაში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო. გარდა ეკონომიკური ინტერესისა, ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპის ქვეყნებში არსებულ სისტემას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ საქმიანობაში გამოყენება, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სარგებლის მომტანი. შრომისა და დასაქმების საკითხებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი სიახლე. 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც ამ დრომდე დეპარტამენტის სტატუსით ფუნქციონირებდა. შრომის ინსპექციის მიერ პანდემიის პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, ჯანმრთელობის რისკების შემცირებით, ჩვენ შევძელით ეკონომიკური სექტორის რაც შეიძლება ხანგრძლივი მუშაობა და შემდგომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. შრომის ინსპექციის სამსახური გაზრდილი მანდატით შეუდგა როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობას, ასევე დაიწყო შრომის უფლებების საკითხებზე მუშაობაც. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს შემუშავებული კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებს",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)