|
2021-02-21 20:50:19, 400 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: 2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს - შესული ზარების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის შესახებ ისაუბრა. „2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს. შესული ზარების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, გაორმაგდა თანამშრომელთა რაოდენობაც. პანდემიასთან დაკავშირებით, „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - „144“. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით 3 სხვადასხვა ადგილზე მოეწყო. პანდემიასთან დაკავშირებული გადატვირთვის გამო, „112“-მა შეიძინა და განაახლა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება. „სულ, საქართველოს მასშტაბით, დამონტაჟებულია 5000-ზე მეტი ვიდეოკამერა. მათ შორის, 1758 ნომრის ამომცნობი და 3386 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ფუნქციონირებს სიჩქარის კონტროლის 277 სექცია, რის საფუძველზეც, ჯამურად კონტროლდება 1185 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი“, - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. მისივე თქმით, ნომრის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუჩებში მოძრავი ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების ავტომატური იდენტიფიცირება.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)