|
2021-02-21 20:48:55, 515 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუას დაკავების მიზნით, ოპერატიული სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციის დეპუტატის - ალეკო ელისაშვილის მიერ ზუგდიდში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ღონისძიებაზე უპასუხა, რომ ის ამაყია იმ ოპერაციის მაღალ დონეზე ჩატარების გამო, რადგან ზუგდიდში არავინ დაშავდა. მეორეს მხრივ ოპერატიული სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას მისი დაკავების მიზნით. „მე არ ვიცი, ბატონო ალეკო, რამდენად ერკვევით თუნდაც ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებაში, ეს კარგად ჩატარდა თუ ცუდად ჩატარდა, ასე რომ აფასებთ. მერწმუნეთ, კარგად ვერკვევი, 8 წელი ვიმუშავე ამ მიმართულებით, არ მინდა ჩემს თავზე ვისაუბრო, მაგრამ მიწევს სამწუხაროდ. ოპერაცია იყო ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარებული. მე თვითონ მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა მიღებული, ძალიან კარგად ვიცი ეგ საქმე, ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, 10 კურსი მაქვს გავლილი, არა ორდღიანი და სამდღიანი სემინარები, არამედ სამთვიანი და ოთხთვიანი ანტიტერორისტული კურსები. იქ თემა რაც იყო, საშიში იყო, რომ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, მე რომ აქ ვზივარ, ახლა, ესებუას თემიდან გამომდინარე კიდევ მინისტრი უნდა ვიყო თუ არა. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არც ერთი ადამიანი არ დაშავდა, არავის ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდა. ამაზე მე თამამად შემიძლია ვისაუბრო, თუმცა, დაკავებული რომ არ არის, ეს მეორე თემაა, ოპერატიული სამსახური მუშაობს მაქსიმალურად, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)