|
2021-02-21 17:37:42, 414 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფომ პაციენტებისთვის ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა უზრუნველყო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სამედიცინო მომსახურეობებზე ფასების დადგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „მინდა შევეხო სამედიცინო მომსახურებებზე ფასების დადგენის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლიდან სამინისტრომ დაიწყო ერთიანი სატარიფო პოლიტიკის გატარება. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. გარდა იმისა, რომ ახალი ტარიფებიდან გამომდინარე შემცირდა მოქალაქის ჯიბიდან დანახარჯები, სახელმწიფომ უზრუნველყო ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა პაციენტებისთვის. აღნიშნული მომსახურებით უკვე სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომელთა მხრიდან თანაგადხა 19 000 ლარიდან 750 ლარამდე შემცირდა. ტარიფების დადგენის სამუშაოები აქტიურად გრძელდება სხვა ნოზოლოგიების მიმართულებითაც და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით ინფორმაციას იმ მომსახურებების შესახებ, რომლებიც მათთვის ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მინდა ხაზგსამით აღვნიშნო, რომ ტარიფიკაციაზე მუშაობის პროცესში ჩვენ ვხელმძღვანელობთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ დეტალზე, რომელიც ქმნის მომსახურების ღირებულებას" -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)