|
2021-02-20 14:29:43, 715 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პრივატიზაციის პროცესში წლის ბოლომდე კერძო ბიზნესს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შევთავაზებთ
„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის მიმართებით აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა კომიტეტებს, ვინც მოკვლევა აწარმოა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ დასკვნების გათვალისწინებით მუშაობა მიდის ორი მიმართულებით. „ერთი - ეს არის სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ ფინანსურად და დამოუკიდებლად მოიძიონ დაფინანსება, მათ შორის, რეფორმირებულ კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო და დანარჩენი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც უნდა განკერძოვდეს და ჩვენ ამ აქტიური ახალი პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. კერძოდ, უახლოეს პერიოდში პირველ ათ საწარმოს შევთავაზებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გაიყიდება წელსვე, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)