18:44 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 13:37:56, 476 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები კიდევ 41 ოჯახს დაუკანონდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ 41 ოჯახს შეხვდა, რომელსაც წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონების პრობლემა ჰქონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

კახა კალაძის განცხადებით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის  პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

„დღეს 41 ოჯახს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, გადაეცა საცხოვრებელი ფართები. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. წინასაარჩევნო დაპირება იყო და ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ.  მოხარული ვარ, რომ ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ. ყველამ ნახა, რამხელა სიხარული იყო. მინდა, მივმართო ყველა იმ ოჯახს, ვისაც ანალოგიური, წლების განმავლობაში  საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებს, მიმართონ რაიონულ გამგეობებს, სადაც მათ ზედმიწევნით აუხსნიან, რა დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც, წლებია,  ცხოვრობენ. მათ  მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 1 500-დე ოჯახია დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics