|
2015-10-07 09:23:55, 1110 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძემ კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებსა და მსმენელებს ლექცია წაუკითხა, რომლის თემატიკა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარება იყო. შეხვედრა „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ანა დოლიძემ სამხედრო მოსამსახურეებს ის პრეცედენტები გააცნო, რომლის დროსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ თვითგამოცხადებულირესპუბლიკების დამოუკიდებლობა არ აღიარა. ლექცია აკადემიაში ინტელექტუალური მსჯელობის განვითარებას ემსახურებოდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებელია, თავდაცვის აკადემიის უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაქცევა. „თავდაცვის აკადემიაში „სპიკერების პროგრამა“ გააქტიურდა. მე ამ პროგრამის ნაწილის სახით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარებასთან დაკავშირებით ლექცია წარვადგინე. ეს არის მხოლო და მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი სპიკერი. ამ ყველაფრის მიზანია შემოვიტანოთ სხვადასხვა თემატიკა და თავდაცვის აკადემიაში იყოს უფრო მეტი ინტელექტუალური მსჯელობა, რატა გადავაქციოთ იგი უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებად. თავად დისკუსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. საქართველოს საგარეო და თავდაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს, ჩვენი კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას, რაც განათლების ამოსავალი წერტილია“, - განაცხადა დოლიძემ. ლექცია ორ ნაწილად წარიმართა. პირველ ნაწილი მინისტრის მოადგილის პრეზენტაციას დაეთმო, რის შემდეგაც ანა დოლიძესა და კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებსა და მსმენელებს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები, განსაკუთრებით, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკით დაინტერესდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)