|
2021-02-19 15:04:52, 515 ნახვა
საზოგადოება
21 თებერვლიდან კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
21 თებერვლიდან კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „21 თებერვლიდან გლდანის რაიონში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოების მსვლელობისას, კერძო ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილისკენ გადაადგილებას ხიზანიშვილის, ომის გმირების ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის საშუალებით შეძლებენ. თიანეთის გზატკეცილიდან ვეკუას ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება თიანეთის გზატკეცილის, ომის გმირების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდაკვარტალური გზებით. სამუშაოების ფარგლებში, N51 ავტობუსის მარშრუტში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, გლდანულადან მომავალი ავტობუსი, ქერჩის ქუჩის დახმარებით გადაადგილდება, ხოლო უკუმიმართულებით, ავტობუსი ვასაძის ქუჩის გავლით, მოსულიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება და შემდგომ სვლას გლდანულას მიმართულებით განაგრძობს. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას გლდანის რაიონის გამგეობა განახორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება და ასფალტის საფარი დაიგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)