|
2021-02-18 16:45:16, 491 ნახვა
საზოგადოება
22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება
მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა და მოძველებული ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდა. 22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება. გარდა ამისა, ქალაქში მოძრაობას დაიწყებს დამატებით, 180 ახალი მიკროავტობუსი. რეფორმის შედეგად, ავტობუსი N61 გაუქმდა. მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს, რომელიც მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი N2 მიმდებარედ) დაასრულებს. N345 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს. ახალი ავტობუსი - N32 ერთმანეთთან დააკავშირებს გლდანსა და დიდი დიღმის მიმართულებებს. აღნიშნული ავტობუსი ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან (გლდანის VII-VIII მიკრორაიონის დამაკავშირებული გზა) დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე იმოძრავებს. გლდანში ახალი საგზაო მოძრაობის გამო, N32 ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, შეშელიძის ნაცვლად, ვასაძისა და ქერჩის ქუჩების დახმარებით გადაადგილდება. ზღვის უბნიდან დიდუბემდე მგზავრებს ახალი, N94 ავტობუსი მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსი ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტლიდან (N65 კორპუსის მიმდებარედ) თორნიკე ერისთავის ქუჩის N1-მდე (მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელი) იმოძრავებს. 22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას ჯამში, 572 ავტობუსი მოემსახურება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N43, N46, N52, N70, N72, N79 და N121 საავტობუსე ხაზებზე. სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით, 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი კი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)